ცუგრუმელას ძინავს


როცა არ ხარ მენატრება
მოფერება შენი
უშენოდ ვცარიელდები, 
ჩემში ვიკარგები
სახლიდან რომ ფეხს გადადგამ
უკვე გელოდები
წამებს ვითვლი, შენზე ვფიქრობ
როდის დაბრუნდები.
ცუგრუმელას ძინავს ეხლა, 
დავყურებ და ვტკბები.
უშენობა რა ძნელია
თითქოს ვიფიტები, 
შენ რომ ერთი დღით არ მყავდე
ალბათ გავგიჟდები,
რომ იცოდე რომ არა ხარ
როგორ გელოდები.
დილით მინდა გაგაბრაზო
ცოტად გიშლი ნერვებს 
როცა მოხვალ გეფერები, 
ისევ მოგხვევ ხელებს,
ისევ გეტყვი მიყვარხარო, 
ვიცი გაგამხნევებს
ამ სიყვარულს ვერაფერი 
ვეღარ დააძველებს.
ცუგრუმელას ჩაიხუტებ
და ჩაიკრავ გულში
სიხარულით ჩავიწვები
მე თქვენს სიყვარულში,
ხელებს მოგხვევს პაწაწინას
გეტყვის ვითომ რამეს
მისი თვალები როგორ გავს
მაგ შენ ლამაზ თვალებს.
შენ მოსვლა ხარ გაზაფხულის 
გაზაფხულის სითბო
მინდა შენი სიყვარული
გაზაფხულად ვიგრძნო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი