მაპატიე დედი


წვიმის წვეთაბს ვითვლი
ფიქრებს ვეფერები
გარეთ წვიმა თოვლავს,
გმინავს ამინდები
აზრი სადღაც დაფრენს
გაცივდა ფიქრები
ვხვდები შენთვის თბილი
აწი ვერ ვიქნები,
ფიქრებს დარდი ახლავს,
ამინდს ვემსგავსები
დედას სკამზე ძინავს
მაპატიე დედი,
მხლოდ შენ გიყვარვარ
და შენ მეფერები,
ჩემს გამო არ გძინავს
ღამეები დედი,
.
მე ცაში დავფრინავ
წვიმა მიყვარს მზეში,
დღეს კი როგორ ბნელა
ოცნებებში ჩემში,
მზე რომ იმალება
ნელა ნელა ზღვაში,
ისევ სიყვარულის
ვრჩები ტყვეობაში,
.
ისევ ვეფერები
ღამის სავსე მთვარეს
ისევ შენზე ფიქრში
გავათენებ ღამეს
შენთან გული მიწევს
ო, ეს ამინდები
ვებრძვი სიმარტოვეს
წვიმას ვემსგავსები,
ისევ მე ის მიყვარს
მაპატიე დედი,
ცეცხლო გულში ბოლავ
როდისღა ჩაქრები,
დაიტბორა გზები
გმინავს ამინდები
ისევ მასთან წავალ
მაპატიე დედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი