საყვარელო ფერია


მიყვარს შენი ტუჩები
თაფლიანი ენა
შენი ტკბილი სიტყვები
რა თბილია ყველა
შენი ნაზი ღიმილი
შენი სახის ფერია
შენი სიტყვა ,,მიყვარხარ,,
ჩემთვის ყველაფერია
შენი თვალის ფერები
ზღვის ტალღების ფერია
მოვალ მოგეფერები
საყვარელო ფერია
შენი თმები მსუბუქი
მხრებზე რომ დაგფენია
წამწამები ვარცხნილი
ო, როგორი გრძელია
შენი ყველა ლოცვები
ჩემთვის მონაგონია
ასე თბილი კოცნები
არავისთან მქონია
ასე ტკბილი ტუჩები
ასე ნაზი ხელები
როგორ გავიტრუნები
როცა მომეფერები
როცა მესმის სურნელი
სუნთქვა, შენი სუნია
და ჩვენს შორის მანძილი
დაშორება ნულია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი