დროში აცდენილნი.
შენ ხომ, სიყვარულით ჩემთან მოდი თითქოს, აცდენილი დროში ჩემზე, რატომ, ამ ჩვენ ლამაზ სამყაროში ვფიქრობთ, სხვა მეორე სამყაროზე, ცოტას, შევანელებ ცხოვრების სვლას შენ კი, გააგრძელე ძველებურად ასე შეამცირებ, წლებსა და გზას მერე, ერთად წავალთ ჩვენებურად, ჩვენ ორივე დროში აცდენილი, ვებრძვით დაუძლეველ წლების ძალას, მგონი, შემთხვევით ვართ შეხვედრილი სიყვარულით ვტოვებთ ამ ქვეყანას, მაინც, ადგილ ადგილ შევჩერდები შენ კი, ერთი წუთიც არ დაკარგო მივდივარ და თანაც გელოდები მჯერა, დამეწევი ჩემო კარგო, თუ აქ, ვერაფერი მოვახერხეთ და ვერ გავატოლეთ ჩვენი წლები სიყვარული, თუ ვერ, მოვიჯერეთ იცოდე რომ, მე იქ გელოდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი