უშენობა ღალატია.


გულში... 
არაგვივით დამიგუბდი
ამას სიყვარულის ძალა ქვია
გულიმა... 
ამ სიმძიმეს ვერ გაუძლო
გასკდა, დაიღვარა არაგვია,
აწი... 
შენსა ნახვას რა აზრი აქვს
სანამ არ ამოვა ბალახია
წყალმა... 
ყველაფერი გადარეცხა
ახლა... 
ჩემს გულში სულ ტალახია
აწი... 
შენსა ნახვას რა აზრი აქვს
რომ არ გნახო ესეც ღალატია
მე, გიჟი ვარ შენით რა ხანია
რა ვქნა...
რომ ეს შუბლზე მახატია
ნისლებს ამოვყვები ბილიკებზე
მთებში სადაც შენი სახლ კარია
გულში გადმოდენილ ნაპირებზე
არაგვს
სიყვარული აბარია
ახლა...
რომ არ გნახო გავგიჟდები
ახლა...
უშენობა ღალატია.
...ბშ.
.....ია მუსაშვილის ლექსიდან ,,ფშავის გზაზე,, ჩემეული ვერსია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი