ჩემი არა ხარ


მაინც მიყვარხარ შორიდან
ვიცი რომ ჩემი არა ხარ
ვერ ამოგაგდე გრძნობიდან
ძლიერ ვწუხვარ რომ სხვასთან ხარ
ეს შენი შავი თვალები
წამწამები რომ სველია
ღამეს მინათებს ნამიანს,
ეს ღამე, როგორ ბნელია,
მითხარი ჩემსგან რა გინდა
რომ შემაყვარე თავია,
შენ სიყვარული კი არა
გამიხდი საწამლავია,
რა ვქნა რომ მაინც მიზიდავს
შენი სახე და ფერია
ვერ ვბედავ რაღაც მაშინებს
შენთან მოსვლა რა ძნელია,
ჩემი გრძნობებით ვიჭრები
შენს ურღვევ ცხოვრებაშია
მე შენს ფიქრებში დავფრინავ
შენს ლამაზ ოცნებაშია,
მიყვარხარ, გეტყვი შორიდან
უარი ძალზე მაშინებს
თუ ვერ მოვედი ამ ქვეყნად
იქ მოვალ, რა შემაშინებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი