ერთად შენ და მე.
თითქოს ნისლში დაიკარგე ვერ მოაგენ გზას, თითქოს ქარმა აგიტაცა ან ჩაგყლაპა ცამ ზეცას შუბლი შეუკვრია ებჯინება მთებს ვხვდები გლახა ამინდები ისევ არევს გზებს, ცდილობს თითქოს დამავიწყოს, ის კაშკაშა მზე რომელიც რომ გულს გვითბობდა, ერთად შენ და მე რომელიც რომ გვინათებდა წინ მომავლის გზას შენ რატომღაც მიყვარხარო, სულ მასწრებდი თქმას. მთაში ყვავილებს დავკრიფავ, შენს თვალების ფერს შენს თვალებს ვერ დავივიწყებ და სიყვარულს ჩვენს გულში ჩუმად ვატარებდი მე სიყვარულს შენს თუ ვერ გითხარ მიყვარხარო, მინდა გითხრა დღეს. ისევ მოვყვები ფიქრებში შენსკენ ბილიკებს შენს ლამაზ თვალებს და მზერას რა დამავიწყებს შენი დაკარგვა არ მინდა ვერ გადავიტან ვიცი რომ სიზმარში მოხვალ, იებს მომიტან, ნისლი დამალავს მინდორ ველს და დამალავს მთებს გულში ტკივილს ვერ დამალავს, ნაიარებს შენს, სიყვარულს ჩვენსგან მოგონილს რა დამავიწყებს შენ წაიღე ყველაფერი, მე კი ვიკვლევ გზებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი