არაგვია ხეობა
რა ლამაზია მინდვრები თუ ეს მინდორი მთაშია შენ დაგიკრიფე იები არაგვის ხეობაშია, შენ შემაყვარე პირველი ლამაზი, მთები კლდიანი შენ ააყვავე ატმები არაგვის ხეობიანი შენი თვალების ფერები არაგვის ფერებს ერევა არ დამელევა ლექსები მე შენთვის არ დამელევა შენი ღიმილი ლამაზი სულ ააყვავებს ყანებსა ანდა სად არის ხეობა ვინც გაზრდის შენისთანებსა ირმების რქების ლაწუნი მგლების ყმუილი მთაშია მითხარ, ასეთი სად ისმის ან რომელ ხეობაშია არაგვის ჭალებს მივყვები ზეცა მაწვება მხრებზედა აყვავებულა არაგვი არაგვულ ყვავილებზედა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი