შენი გრძნობა და აზრები
შენი გრძნობა და აზრები, სწორად გამართულია შენი სიყვარული მგონი, არანორმალურია შენი ჭკუა და გონება, გრძნობით შეფუთულია შენი სიყვარული ალბათ, რაღაც ზეციურია. შენი თვალები ლამაზი, ბრწყინავს ვარსკლავურია შენი ღიმილი უცხოა, როგორი ზღაპრულია შენი შემოხედვა, ხიბლი, ფიქრებში გაბმულია შენი გული დახურული, ისევ დახურულია. შენი ფიქრები მალული, სადღაც გაფანტულია შენი დარდები, ტკივილი; ყველგან მოდებულია შენი გრძნობა უნახავი, გულში დამალულია შენი ყველა მოქმედება როგორი ქალურია. შენი სახის სილამაზე თითქოს დახატულია შენი გახარება ჩემთვის, როგორ საამურია შენი სიყვარული ძალზე ტკბილია თან რთულია შენ და შენი ყველაფერი ჩემი სიყვარულია,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი