ყავაზე
არაფერი გვითქვამს ჩვენს მომავალზე რა მოგველის რა იქნება ხვალე მაშინ როცა დაგპატიჟე ყავაზე შენი წამწამები დავითვალე შენი სახე თითქოს ნისლში მოჩანდა ყავას თბილი ადსიოდა ბოლი ვნახე როგორ მიყურებდა თვალებში შენი ლამაზი თვალები ორი ეს თითები ისე ჩასჭიდებოდა კლანჭებში რომ მწყერს დაიჭერს ქორი მშურდა, ფინჯანს ისე ეფერებოდა შენი ლამაზი თითები სწორი ლოყები კი ოდნავ შეწითლებული სურნელს აფქვევს არომატი ყავის შენი სახე მოჩანს შეყვარებული გაზაფხულის ყვავილივით ყვავის, დრო მიდის და ჩვენ კი არ გვეჩქარება ველოდებით რომ დრო მოვა ჩვენი მეშინია რომ დრო გაგვეპარება ჩამკიდე და არ გამიშვა ხელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი