დღეს უშენოდ გამეღვიძა.


დღეს უშენოდ გამეღვიძა
წვიმიანი დღეა
გვერდით სითბო ვერ ვიგრძენი
სიცარიელეა,
შენი ბალიში აქ დარჩა,
ჩემს გვერდით, აქვეა,
შენი სუნით გაჟღენთილი,
ღმერთო,
უშენობით სიყვარული,
რა სისულელეა,
შენთან ყოფნა ძნელი იყო,
გულმა მისცა ბზარი
ის სითბო და ის ალერსი
უკვე აღარ არის,
დღეს შენს ბალიშს ვეფერები
დავიმშვიდო გული
ღმერთო 
რა სისულელეა,
უშენობა
და ეს სიყვარული,
წვიმა ნელა მეფერება
და შხაპუნით მართობს
ჩემს გულს სევდა ეკერება,
გულს სიმძიმე ახრჩობს
დღეს უშენოდ გამეღვიძა
წვიმიანი დღეა,
ღმერთო ჩემო, 
განშორება,
რა სისულელეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი