წვიმა მიყვარს.
მე, წვიმა მიყვარს, წვიმა მახარებს ფანჯარაში კი მისი ხმაური მე მას გავატან ყველა ჩემს დარდებს მიყვარს მე წვიმის აურზაური. როცა ჟუჟუნა წვიმის წვეთები თავისებურად მეფერებიან ხეს მოწყვეტილი ოქროს ფოთლები ვარსკლავებად რომ მეხატებიან, შენი თითების ფერებით ვტკბი შენი ალერსი დაუვიწყარი გულში მიხუტებ და მეფერები მიყვარხარ ჩემო,ისევ მითხარი,. მაჩუქე ღამე მომხვიე ხელი ეს არ გეგონოს წვიმის წვეთები ეს ღამე მინდა რომ იყოს ჩვენი ეს სიყვარულის არის ცრემლები, ეს წვიმა ნელა ჩურჩულა ჩუმი შენი თითები ფოთლებად მცვივა, მიყვარხარ ნახე როგორ ხტის გული და შენთან ერთად, თავნება წვიმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი