აღარ შემიძლია.
აღარ შემიძლია ....... გული აღარ მიცემს თითქოს გამეყინა სული იქნებ სულ არ არის, ჯერ არ არის გვიან ჯერ არ არის დაკარგული, არ დამიძინია რაღაც მაწრიალებს რაღაც არ მასვენებს ღამე აზრი ამერია, ვეღარ დავალაგე ვეღარ დავალაგე რამე, აღარ შებიძლია გული გამიჩერდა, გულო ნუ მაწვალებ გულო, სული მეხუთება, სული მახრჩობელა რას მიშობი სიყვარულო. ფიქრით მაღლა მთაში, მთის მწვერვალზე მივალ დარდიც თან მომყვება ჩუმი რაღაც დარდი სველი, რაღაც დარდი მძიმე სხვანაირი დანისლული, ისევ შენთან მინდა, ვხვდები გამიწვიმდა როგორ ქარბუქია გულში სულაც დამასველა, სულაც ჩამომრეცხა რაც რომ შენ გითხარი გუშინ. იქნებ მაპატიო, იქნებ შემიბრალო დარდი გამიფანტო ნისლი, ვიცი ჩემზე ღელავ, ვიცი ჩემზე ფიქრობ რომ მიყვარხარ გულში იცი მაგრამ მახრჩობელა არ მასვენებს ნისლი, მიბნელებს და მირევს გზებსა აღარ შემიძლია, გული აღარ მიცემს გული ლამის გაჩერდესა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი