თანახმა ვარ იყო ჩემი ცოლი.
თანახმა ვარ იყო ჩემი ცოლი შენც ამ სიტყვებს ელოდები მგონი რომ სულ ვიყო შენი თანატოლი ყველაფერში ერთად, თანასწორი შვილი გვყავდეს არანაკლებ ორი ცისფერთვალა გოგო ტანი სწორი ბიჭი მაყვალივით შავთვალება საყვარელი რაღაც საოცრება ქოხი ტყის ნაპირას არა ტყეში გავიღვიძოთ თოლიების ხმაზე რომ სამივე აგიყვანოთ ხელში ახუპული ჩაგიყვანოთ ზღვაზე იალქნებში იდგეს თეთრი გემი ზღვის ტალღებზე თამაშობდეს ნელა მე სულ ვიყო გახარება თქვენი თქვენ კი ჩემი სიყვარული ყველა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი