კესანების ფერს


ცისფერი კესანები, 
მინათებდა მთებს
გზის ნაპირებს მივყვები
ვიწრო ბილიკებს,
შენთან მალე ვიქნები, 
ნელა ვალევ გზებს
ვიცი რომ მელოდები 
რა დაგაძინებს
მე როგორ მენატრები
სხვა ვერ გაიგებს
მოვალ შენსკენ მოვყვები
ცაზე ვარსკლავიბს
ნელი სიო მაცილებს 
ვუსმენ ღამის ხმებს
გულში ვემშვიდობები
ცისფერ კესანებს
გზაში დავკრეფ თაიგულს
შენს თვალების ფერს
შენთან მოვიპარები
თაიგულით დღეს
ფანჯარაზე დაგიწყობ
ლამაზ ყვავილებს
რომ დილით დაინახავ
ცისფერ კესანებს,
მიხვდები რომ მოვედი
შენთან ვრჩები დღეს,
რომ შენს თვალებს ჩავხედო
კესანების ფერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი