დამითმე ღამე.


ნუ დამანატრებ მაგ ლამაზ თვალებს
იქნებ მანახო წამით
ნუ დამავიწყებ
შენს გულის ცემას
გთხოვ კიდევ ერთი ღამით
როცა ვარსკვლავებს ვითვლიდით ცაზე
ნისლი მალავდა მთვარეს
თბილი კოცნებით 
შენს შეხებაზე
შენი გულისთვის,
მე გავაჩერებ ღამეს
გთხოვ დღეს დამითმე
ეს ღამე წყნარი
მოწყდი ყველაფერს ჩუმად
როგორც ვარსკვლავი მოწყდება ცაზე
მოფრინავს დამალულად
ისე მოფრინდი
ჩემს ოცნებებში
გულში ჩამიდე გული
რომ შეგიცურდე, მაგ შენს გრძნობებში
შით ვიყო დაკარგული
რომ ვიგრძნო შენი
სუნი და სითბო,
შენი სურნელის გემო
შენ ჩემო ერთო 
ღამის ვარსკლავო
მთელს ვარსკლავებში 
ერთო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი