ვა შენს კაცობას.


შენ სულ დაკარგე სინდის ნამუსი
ჯიში, ჯილაგი, 
ფესვები შენი,
ყველაფერს როგორ კადრულობ კაცი
ან შენს კაცობას
ეს რა უქენი.
შენ გგონია რომ მართლა ხარ კაცი
მაჩვენე შენი
კაცური საქმე,
ანდა მაჩვენე 
შენს კაცობაზე 
მოლაპარაკე თუ არის სადმე,
კაცობა მარტო შარვალი არის?
ანდა ულვაში? 
ან ქუდი თავზე?
ანდა მუხლები რომ გიკანკალებს
ვის დანახვაზე?
მეზობლის ქალზე?
ძმაკაცს რომ ყიდი,
მითხარი ერთი?
რატომ ყველაფერს კადრულობ ასე?
თავს ვერ იკავებ
რომ გაკანკალებს 
სხვისი ფულების
გამოძალვაზე.
სხვებს არად აგდებ
არავისა ცნობ,
შენც ხვდები ცხოვრობ
არაკაცურად,
და მაინც კაცობ
ლაჩარო კაცო
ვითომ ამაყად
თუმცა მალულად,
იცი ვინა ხარ?
ტურა ხარ ჩუმი
ვის არ დაუგე 
ფარულად მახე
სარკეში ნახე
ეს ვირის სახე
სასაცილო ხარ
ხაპი ხარ მკვახე,
რომ ღვინის სმაში,
სულ გაგიწითლდა,
ეს გრძელი ცხვირი.
ჭკუით ხარ ვირი.
მალე მოკვდები,
და ჩაძაღლდები
არაკაცების საფლავში მკვდარი
მჯერავს და ასეც იქ ჯოჯოხეთში
იქაც იქნები,
ხარბი საწყალი,
წავედი მეტის
არა ხარ ღირსი
მეტკინა თავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი