მზის ამოსვლას ველი


ნისლი, 
ჩუმად გაპარულა, 
ნისლი დილის,
ზარმაცი და სველი,
მე ჩემს პატარა გოგონას, 
მინდორში ვარ,
მთის ფერდობზე
მზის ამოსვლას ველი.
თავდახრილი ლიანები,
მოფენილი ამ მინდორში,
ზაფხულია,
არ გეგონოთ რთველი,
ყვავილები ბალახებში
სიცივისგან,
ნისლის ცრემლით 
დანამულნი, სველი.
მზე ამოვა გაბრწყინდება
მინდორი და ველი
რა გატირებს შენ პატარა, 
რისთვისა გაქვს, 
ეგ, თვალები სველი
ამ მინდორში ყვავილები,
რამდენია?
ნაირ ნაირ ფერი,
ჩემი გული შენი არის,
და იცოდე,
მხოლოდ არის შენი,
თაიგული დაგიკრიფო,
მინდა მაგრამ,
ვერა, ვერ შევძელი,
თანაც ლამაზი ყვავილი,
სულ შენა გგავს,
როგორ მოვკლა, 
ასე საყვარელი.
ის ხომ ძალზე სათუთია 
ნაზია და ცოცხალია, 
მასაცა აქვს სული,
მაპატიე, ვერ გაჩუქე,
ამისათვის, 
მინდვრის თაიგული.
მაღლა მთის და ცის კუთხეში
ნელა, ნელა, 
გადაწითლდა ჭერი
მე კი ჩემს ლამაზ გოგონას
ამ მინდორში,
მზის ამოსვლას,
და მის სითბოს ველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი