შენთან მოვდივარ.


ცა ღრუბლებში ნავარდობს
ია ცელქობს ბაღებში
ნისლი დარდებს არ მანდობს
მირტყამს ნაიარებში
ნისლი ცივი უფერო
ჩამეჭიდა მკლავებში
ქარო რომ დაუბერო
გადამჩეხავ ხრამებში,
ვეღარ ვხედავ ვერაფერს
სადღაც აზრით მივდივარ
მთებთან რა პატარა ვარ
სულ მგონია დიდივარ
თითქოს გადავიღალე
აღარ არის ჯანები
უღრანი ტყე მაცილებს
უკან დამრჩა ჭალები
ძვლებში გაჯდა სიცივე
მთებში მგონი თოვლია
მე უშენოდ ალერსი
ალერსი არ მგონია,
მოვდივარ და მიყვარხარ 
წინ მასწრებენ ფიქრები
უშენოდ მე ვინა ვარ
უშენოდ ვინ ვიქნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი