მიყვარხართ ყველა


თქვენთვის დავწერე, ჩემი ლექსები
ამბობენ თითქოს სხვანაირია,
თქვენ ყველას ერთად 
შემოგევლები,
ეს ჩემი გზაა, 
ჩემი ჭირია,
თუმცა ბევრია, 
გზები სავალი, 
ეს გზა ხომ ფეხით გასავლელია,
აბა მაჩვენეთ 
გამოსავალი,
ჩვენ ერთადა ვართ, 
ერთი წელია.
ლექსია მხოლოდ ჩემი წამალი.
დილის მზე,
ჩემში ამომავალი,
და არაფერი მინდა ახალი
წინ ხომ, 
რთული გზა,
მაქვს გასავალი,
ვერ შემაჩერებს მე ვერაფერი,
ვერც ასავალი და დასავალი.
დღეს ხომ,
ცხოვრება გასაჭირია,
მიჭირს, 
მაგრამ ძირს ვერ დავეცემი,
ზურგზე რომ მადევს
ონაგირია,
რომ გავიტანო ტვირთი ვეცდები
თქვენი ტვირთისა ნაწილიც მიმაქვს,
შეგიმსუბუქოთ ცოტათი მხრები,
მე მინდა თქვენთვის,
ვწერო ანბანი,
თქვენთვის დავლაშქრო,
ახალი გზები,
ეს თქვენთვისაა, სიყვარულზეა,
თქვენს სიყვარულზე,
ჩემი ლექსები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი