რვა მარტია


მინდა ვიყიდო სულ ყველა ვარდი
რომ მეყვავილეს არ ქონდეს მეტი
ხვალე ხომ იცით არის რვა მარტი
ამ ყვავილებით რომ ვიდგე ერთი
მე იმ ქუჩაზე სადაც დადიან
ბევრი ქალები, ლამაზთვალება
მინდა ვაჩუქო თვითეულს ვარდი
რომ მათი ვიყო დღეს გახარება
ვარდი თბილია სურნელოვანი
სხვადასხვა ფერის სურნელი გემო
ასეა ქალიც სხვადასხვა ნაზი
სულ და გიყვარდეს, სულ და ეფერო.
დღეს მთელს ქალაქში მე მაქვს ვარდები
გამვლელს, გამომვლელს ვახარებ ქალებს
იქნებ დღეს ვინმეს შევუყვარდები,
იქნებ დღეს ვინმე მეც გამახარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი