გითხრა გამომყევი რა ვალია.
ჩემს მთებს მივეშველო ახლა მინდა ვიცი როგორ უჭირს ზამთარია, ეხლა ქარბუქს მინდა წინ აღვუდგე ეხლა ქარბუქს გზები აბარია, თოვლავს, ბარდნის თოვლავს არ ჩერდება, თოვლავს, ჩემს გულშიც სულ ზამთარია ეხლა მარტოობას ვერ ავიტან ეხლა, მარტოობა მაბარია. გზები დათოვლილა მიუვალი ნისლებს მოუფანტავს დარდებია, ეხლა სულ ზაფხული მელანდება ეხლა მენატრება, ვარდებია, ეხლა ორჯერ უფრო შემიყვარდი ეხლა, შენთან მიუსავალია ეხლა, გზები ირგვლივ დაუთოვლავს ეხლა, უშენობა რავალია. რა ვქნა მარტოობას ვერ ავიტან მაღლა მთებში შენი სახლ კარია მთიდან, ვერასოდეს მოგიტაცებ შენ მთის სიყვარული გაბარია. შენი ცხოვრება სხვანაირია ჩემი ცხოვრება კი ქალაქია, რა ვქნა, სიყვარულმა შენთან მიხმჯო რა ვქნა სიყვარულმა გადამრია, რა ვქნა მე უშენოდ ვეღარა ვძლებ ვუცდი როდის გავა ზამთარია ვიცი მთის გარეშე ვერ იცხოვრებ ვიცი, მთებში შენი სახლ კარია შენ, მთის სიყვარული გაბარია. გითხრა გამომყევი, რა ვალია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი