საქართველო აირია,


საქართველო აირია,
დავაშავეთ დააშავეს
ვინ გაიგებს დამნაშავეს
ვინღა გახდის დედას შავებს,
ვინ გააშენებს გათელილს
ლამაზი კუთხის ბაღნარებს
ვინ განკურნავს დაჭრილ გულებს
ან ერთს, ან მეორე მხარეს,
ვინღა ნახავს გადაკარგულს
ნამდვილ ვაჟკაცთა საფლავებს
ვინც ომში სისხლი დაღვარეს
ან ერთს, ან მეორე მხარეს
ვინ შეარიგებს ნათესავს
რომ ემდურის ნათესავებს
ოხ, რამდენია ასეთი
ან ერთ, ან მეორე მხარეს.
ვინღა მეტყვის სამშობლოში
საზღვარი რატომ გათხარეს
მაგონი რაღაც ვერ გათვალეს
ან სამარე გაითხარეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი