შემოდგომის ხეივანი.
მოკლე კაბას აფრიალებს ნელი ქარი შენც ამ კაბასთან ერთად რომ იკლაკნები როგორ გშვენის ეგ წაბლისფერი ნაწნავი ფოთლების კორიატელში იკარგები, შემოდგომის ოქროსფერი ხეივანი შენი ნაწნავი ფერებში ჩაქარგული მზის სხივები ფოთლებში შემოპარული და ოქროსფერ ხეივანში დაკარგული მიდიხარ და მიგაცილებს ნელი ქარი როგორ გშვენის ეგ წაბლისფერი ნაწნავი ჩამიარე ვერაფერი ვერ გითხარი მითხარ ვინ ხარ, ქალირ ხარ თუ ჯადოქარი, მიდიოდი და თვალს ვეღარ გაშორებდი თან მოგყვება შემოდგომა ოქროსფერი რაც გადიხარ მით ფერებში ფერადდები ვეღარ ვხვდები, მშორდები თუ მელანდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი