ღამის ფიქრები


ისევ ღამე დამიპყრობს
ვარსკლავების ცვენა
შენს სუნთქვაზე ავაწყე
ჩემი გულის ცემა
გადამთვრალმა ამინდმა
გადარია ნისლები
თითქოს ჩემიც წაიღო
დარდიანი ფიქრები
მაღლა ცაზე ღრუბლებში
იმალება მთვარე
ვარსკლავები აღარ ჩანს
სულ ნისლი სულ ღამე
გადაება ამინდი
წვიმა, წვიმა, წვიმა
ოქროსფერი ფოთლები
ძირში მკვდარი ცვივა,
თითქოს აღარ გინდივარ 
გამიძულე რატომ
დღისით შენთვის ბინდი ვარ
ღამე დავრჩი მარტომ
შენ კი ნისლად იქეცი
აერიე ცაში
მგონი აღარ ბრუნდები
ამ ჩემს ცხოვრებაში
ცას გაჰყურებს ფიქრები
ვარსკლავების ყანას
მთვარევ რად ემალები
ამ ჩემს ბნელ ქვეყანას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი