ასეთი ვინ ხარ.


რა სანატრელი გახდი ჩემთვის 
ასეთი ვინ ხარ
მოხვალ მაბრმავებ თავს მაყვარებ 
და გამირბიხარ
შენი თვალების სილამაზე 
და სახის ფერი
გემუდარები ცუდათა ვარ, 
ჩემზე რომ მღერი
მიმღერე მაინც ეს სიმღერა 
გულში მეხება 
ზოგჯერ მგონია რომ ეს ღამე 
არ გათენდება
არ გათენდება მინდა შენთან 
ერთად რომ ვიყო
და ეს ღამე რომ ჩვენი იყოს 
არ დაივიწყო.
არ მინდა ასე ახლოს ვიყო, თან ვერ გშორდები
თითქოს ჩემსავით მოიშალა ეს ამინდები
გულში დარდები ფიქრები და გარეთ წვიმები
უამინდობას ვემსგავსები, როგორ ვიღლები
რა სანატრელი გახდი ჩემთვის 
ასეთი ვინ ხარ
მითხარი მაშინ, თუ სხვისი ხარ 
გულში რად ზიხარ
შენი სიმღერა სულ მწყურია 
მიმღერე რამე,
რომ შენთან ერთად გამითენდეს 
ეს ბოლო ღამე,
რომ მომანატროს შენთან ერთად 
განვლილი გზები
ჩვენი ქალაქის ფანრები და 
ბნელი ქუჩები,
დაუკარ ერთხელ მეც ვიმღერებ 
და ავმღერდები,
ო, ამ კოცნაში როგორ მტკივა, 
მტკივა ტუჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი