მიყვარხარ ჩუმად....


სულ შენზე ვფირობ
ყოველი დღე და ყოველი ღამე,
როდესაც მძინავს, 
სიზმარში გხედავ შენთან ვარ ერთად,
როდესაც მღვიძავს,
შენზე ვფიქრობ და ფიქრებში გხედავ,
სულ შენზე ვფიქრობ, დიღთა და ღამით,
მიყვარხარ ძლიერ,
და თქმას ვერ ვბედავ.
შენ ჩემთვის მზე ხარ, სინათლე სითბო
სულმა რომ გნახა, გულმა რომ გიხმო,
ასეთი ვინ ხარ? 
სულ მინდა გიგრძნო, 
სულ რატომ მინდა, რომ შენთან ვიყო?
თქვი რაღა გიყო?
შენით იწყება ყოველი დილა
და დილის სითბო
რომ გაყინული გული გაგითბო,
მხოლოდ ერთია ვინც მე გამიგო,
არ მკითხო რამე,
შენით იწყება ყოველი ღამე
თქვი სიყვარული რად დამიმალე
შენ გენაცვალე.
ვინც მე გამიგო,
ესაა მთვარე,
ვისაც რომ შენზე 
ვეჩურჩულები,
ყოველი ღამე.
მე შენზე ვფიქრობ,
დღითა და ღამით, ვარსკლავთა ცაში
როგორ გიპოვო რომ შენ ერთი ხარ,
ერთი ხარ მათში
მე კი დაგეძებ, როგორ მჭირდები,
მე შენ მჭირდები, ამ ცხოვრებაში
ამ ცხოვრებაში,
და არა სადღაც, ვარსკლავთა ცაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი