სიყვარული წვიმს.
დილა გათენებულა, ნელი ქარი ქრის არემარეს გაათბობს მხოლოდ მოსვლა მზის მზე რატომ გვემალება, როცა ნელა წვიმს სიყვარული გვაფიქრებს ამ ლამაზი დღის, მზის დამალვა ღრუბლებში, გლახა ამინდს ქმნის როცა სიყვარულია, სიყვარული წვიმს შენი ტკბილი ალერსით, ჩემი გული ხტის შენი თბილი ღიმილი, ჩემს სიცოცხლეს ღირს შენზე ფიქრი ყოველდღე, უშენობა მჭირს შენი სიყვარული კი, სულში სითბოს მგვრის, შენმა თვალის ფერებმა, სულ დაჩრდილა ცა უშენობა მაშინებს, უშენოდ რა ვქნა როცა შენზე ვფიქრდები, გულში დარდი წვიმს უშენოდ სიყვარული არაფრად არ ღირს შენთან სხვანაირია, სურნელია მთის გულში სიყვარულია, სიყვარული წვიმს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი