სიყვარულზე მოჩურჩულე სიყვარულო


...სულში ქარბუქივით მიტრიალებ
...მახრჩობ სუნთქვა როგორ მიჭირს
...მთელი ღამე ვიცი ვიწრიალებ
...გული მაინც შენ დაგეძებს,
მიკვირს!?
...მიკვირს,
გული შენთვის რატომ ღელავს,
...ისევ შენ უნდიხარ,
რატომ?
...შენ დაგეძებ, 
მიყვარხარ და შენი მჯერავს
...აბა რა ვქნა, 
მე უშენოდ მარტომ,
...მე ხომ შენი სიყვარული მოვიგონე
...და ავკინძე 
ჩემთვის ნელა ნელა,
...შენი, 
სიყვარული გულით მოვინდომე
...ამისათვის, 
ნუ გამწირავთ ყველა,
...შენ ხომ ჩემთვის 
უდაბნოში წყურვილი ხარ
...მახრჩობელა, 
რომ მანატრებს წყაროს,
...შენ მინდიხარ მენატრები
რა ცივიხარ,
...რომ მიყვარხარ ჩემმა გულმა,
უშენობით.
...როგორ გაიხაროს?
...სულში მესმის, 
ქარბუქივით მიტრიალებ,
...სუნთქვა მიჭირს,
მტკივა მამტრევს ძვლებსა,
...მე ფიქრებში 
სიზმრად შენთან დავტრიალებ,
...არ წახვიდე, 
ნუ ამირევ გზებსა.
...ახლა მყავდე გვერდში 
იცი როგორ მინდა?
...როგორ მინდა გულში მოგეფერო,
...სიყვარულზე მოჩურჩულე სიყვარულო
...სიყვარულზე, სიყვარულო ჩემო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი