ნისლებში ქალო.


რა ნაზად შემოხვევია
კისერზე ნისლი მთასაო
მთის სიყვარული სულ სხვაა
და ის არა გავს სხვასაო,
გულში გრძნობებმა ადიდდა
მდინარედ იქცა წამშია
ხელებით შემოგეხვიე
მაგ შენ სწორ, ლამაზ ტანშია
ტყეებში გადამალული
მთის წყარო ცივი ანკარა
შენთან ნაკოცნი ტუჩების
წყურვილი ჯერ არ ჩამქრალა,
შენი ღიმილი მთიური
ნისლებში დამალულია
და გრძნობა ყოველდღიური
ეს გრძნობა ზეციურია,
მე ღმერთს მადლობა ვუთხარი
რომ გამაჩინა მთაშია
ქოხში ანთია ბუხარი
შენ გძინავს ჩემს კალთაშია
რა ნაზად შემოხვევია
მთას ცივი ნისლი მთისაო
თმებში ფერებით, გეხვევი
საჩუქარი ხარ ღვთისაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი