მეუღლე.


ასე ახლო, ერთგული
მე არავინ მყოლია,
ჩემი ერთი ნახევარი
ჭკუით თანატოლია
ახლოა და საყვარელი
ჩემი გულის მძღოლია
ურთიერთ გაგება მასთან
არც თუ ისე იოლია
მოეფერე დაამშვიდე
თუ ატკინე გულია
ცხოვრებაში ასეც ხდება
ეს ხომ სიყვარულია.
თუ მეუღლეს ჯერავს შენი
უყვარხარ და გულში ხარ
სიკვდილამდის შენია და
სიკვდილამდის მისი ხარ,
სამუშაოდ გაგაცილა
გაგაყოლა თვალები
ფიქრობს რომ არ მოგეწონოს
სამსახურის ქალები.
იცი? გელოდება როგორ
ის მთლიანად შენია
მასზე მდიდარი სიმდიდრე 
შენ არ შეგიძენია,
შენს გულში ის ზაფხულია
ყვავილების ფანტელს თოვს
სიყვარულის ერთგულია
და შენც ერთგულებას გთხოვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი