კესანების ტყე.


ყვავილები მოედო 
კესანების, მთებს
შენი თვალის ფერები 
გამახსენა მე
ჩუმად მოგეფერები
სად მემალები
კესანების ფერია
შენი თვალები,
ქარს ჩურჩულით ვუთხარი
შენზე ვუამბე
ქარი ამბავს მოგიტანს
რომ მიყვარხარ მე
რომ შენ ჩემი გული ხარ
ჩემთვის თბილი მზე
კესანიბის ყვავილებს
რომ შეგადარე,
მე თვალები მაგიჟებს 
მისი ფერები
შენთან ჩუმად მოვალ და
მოგეფერები 
გნახავ თვალსაც შეგავლებ
ფრთხილად გახლებ ხელს
და შენს თვალებს ჩავხედავ
კესანების ფერს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი