რაღაც მაკლია.


ცა გორას ჩაბჯინებია
მათ შორის ჩიტიც ვერ ფრენსა
მაშინ მითხარით 
სად არის?
აბა სად არის მეცხრე ცა....
მაშინ მითხარით 
სად არის?
რატომ ვერ ვხედავ მთვარესა,
ანდა მზე 
როგორ შემოდის
მზეს ვინღა უხსნის კარებსა,
შემოდის თბილი ღიმილით
აღვიძებს არემარესა
მე კი სულ ღამე მგონია
ისევ დავეძებ ღამესა....
აქაც მიზიდავს ვარსკლავთა,
უკან მეორე მხარესა
თქვით მთვარე როგორ ანათებს
ვარსკლავებს
ამ ბნელ ღამესა,
სადღაც მიზიდავს სიწყნარე
სიკვდილზეც ჩუმი
უფერო,
ვარსკლავთა უკან რა არის?
მითხარით,
ვის დავუჯერო,
ან იმის იქით ვიცოდე
რა არის
ან მას რა ქვია,
მე ეს ქვეყანა არ მყოფნის,
ვხვდები, 
რომ რაღაც მაკლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი