სულ ერთი წამი.


მინდა სიცოცხლე ვერ დავალიო
იმდენი მქონდეს,
თორემ ცოტაა ეს ცხოვრება 
ერთი წამია,
მინდა დრო როცა წამებს ითვლის
და ვერ გეწევა,
როცა ერთმანეთს უტოლდება 
დრო და ჟამია,
ჩვენი ცხოვრება 
ერთი წვეთია,
ერთი წამია.
ეს არის ერთი გაელვება 
მაღლა ზეცაზე
სადაც პირველად სიყვარული 
რომ იბადება
იმ ღამეს როცა სეირნობ და 
ვარსკლავნი ცაზე 
თან სიყვარული გულში თბილად
ამ ვარსკლავებში,
რომ ჩაგბარდება.
იქნებ სადმეა უკეთესი 
კარგი ცხოვრება
სადაც სხვა ფერში, 
სხვა სურნელით ხარობდეს ვარდი
სადაც დრო ისე ნელა მიდის 
რომ იჟანგება
სადაც ულევი სიცოცხლეა
არა გაქვს დარდი,
მხოლოდ ერთია ეს ცხოვრება
მაგრამ ცოტაა,
ძლივს ავაშენე რა წვალებით
სახლი და კარი
მე აწი მინდა 
ვიყო მარად შეყვარებული
მე აწი მინდა სიყვარული
ცხოვრება წყნარი
ეს ცხოვრება კი 
რა პატარაა 
სულ ერთი წამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

wooooooooooooow!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი