იცოდე კაცმა.


მოუფერებლად მალე ბერდება
და ყვავილივით ჭკნება საწყალი
უკაცოდ ნელა უფერულდება
და ნელა ნელა ხუნდება ქალი
უქალოდ ჩვენი ცხოვრება კვდება
ნელა ბნელდება სიცოცხლე მზისა
ქალია ქვეყნის სახე მშვენება
ქალი სიცოცხლეს აგრძელებს, ქმნისა
მერე რა არის ამაში ძნელი
ანდა რა უნდა ქალზე ფერებას
რომ გაანძრიო ცოტათი ხელი
ხედავ ცხოვრება იწყებს მშვენებას
ხედავ რომ ქალი ვარდივით ყვავის
შენი ცხოვრებაც ლაგდება ნელა
ნუხარ ზარმაცი ჩაიკარ გულში
და დაუკოცნე სხეული ყველა.
შენაც იცხოვრე სულ სიყვარულში
და სიყვარულში აცხოვრე ქალი
უსიყვარულოდ ხარ საცოდავი
რასაც რომ ქვია ცოცხალი მკვდარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი