სიყვარულის ტყვია.


როგორ შორს ხარ,
წერტილს გხედავ,
მე წერტილიც მყოფნის
ეს წერტილი ვიცი შენ ხარ
ტყვიასავით მოქრის
მინდა მომხვდეს გულში შენი
სიყვარულის ტყვია,
შენს გარეშე რა ძნელია
ვეღარ გამიძლია.
მოფრინავდა ტყვია ჩემსკენ
ტყვია ერთად ერთი
მინდა გულში მომხვედროდა
დავუხვედრე მკერდი,
მაგრამ სიყვარულის ტყვიამ
ამიარა გვერდი,
მე კი ამ დროს შენზე ლექსებს
შენს სიყვარულს ვწერდი,
სიყვარულმა, ამცდა ისევ
ჩამიქროლა ქარად
თან წაიღო ჩემი გული
ჩაუმქრალი მარად.
შენ ჩემიდან როგორ შორს ხარ
ვხედავ წერტილს მარტო
მე წერტილიც მყოფნის შენი
ჩემო გულის დარდო
რა ვქნა ასე არ გიყვარვარ
რა გიშველო ნეტავ
როგორ მინდა დაგივიწყო
მაგრამ, როგორ? 
მიყვარხარ ხომ ხედავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი