სიზმარში მოვალ
სიკვდილის წინ თუ მომეფერები მითხარ ტყუილი: გიყვარდი თითქოს რომ დავიჯერო, ასე მეგონოს იქ გული შენი რომ ჩემი იყოს, მინდა წავიღო შენი გრძნობები თან სიყვარულით წავიდე მინდა შეყვარებული შენზე ვიქნები აქ ვერ შევძელი, რომ ვიყო იქა, იმ ქვეყნად მაინც დავიტრაბახო ასე ლამაზი მიყვარდი ზემოთ ის რაც ამ ქვეყნად ვერ მოვახერხე იქ მინდა რომ დავიკვეხნო ქვემოთ, მერე სიკვდილმა წამიღოს თუნდა სიზმარში მოვალ მოგეფერები ჩაგეხუტები რაც ჩემს გულს სურდა და შენც მომხვიე შენი ხელები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი