ნანინაო პატარაო.


ნანი ნანი ნანინაო
ლალი ჩვენო ლალებიო
დაიძინე პატარაო
დაგვიხუჭე თვალებიო
შენი ნაზი თვალებიო
პაწაწინა ხელებიო
დედა გენაცვალებიო.
დედა მოგეფერებიო
ნანი ნანი ნანინაო
გაიცინე პატარაო
მომენატრა შენი ხმაო
ჩახუტება მომინდაო
მინდა გულში ჩავიკვრაო
შენი დაფენილი თმაო
ჩემო თვალებხაპუნაო
შენი სუნი მომწყურდაო.
ნანი ნანი ნანინაო
მთაში ისმის შენი ხმაო
იქ ნისლები გაფანტაო
მზის სხივები გამოჩდაო
მთის ლამაზმა ყვავილებმა
ფერდობები მოქარგაო
გაიზარდე პატარაო
დედა შენ გენაცვალაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი