ჩემო სიხარულო.


ჩემო სიტკბო სიხარულო
ჩემო მზეო მზიანო
ჩემო სულის მეგობარო
ლამაზ თვალებიანო.
ჩემო ყვავილო ლამაზო
ავდარო, დარიანო
ჩემო ბულბულის ხმიანო
ძალზე ზრდილობიანო,
ჩემო ლამაზო და თბილო
კეთილო და ჭკვიანო
ჩემო გულის მეგობარო
ნაზო, გულჩვილიანო
ჩემო ღიმილის ღიმილო
ზოგჯერ ცრემლებიანო 
ჩემო მკაცრო, ჩემო მშვიდო
თუმცა ალერსიანო,
ჩემო ოქროვ ბრილიანტო
ოქროს სხივებიანო,
სილამაზის ჯადოქარო
სუფთა ადამიანო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი