ყვავილები მამიკოს
გავუმზადოთ ყვავილები მამიმკოს მივაცილოთ საფლავებთან გმირები, თუნდაც მტერმა ყოველ დილით ამიკლოს მაგრამ გვერდით გვყავდეს შვილებს მშობლები. გავუმზადოთ დამბაჩები მამიკოს მივაცილოთ სოხუმს მათი სულები, მართალია კოცნით გულ-მკერდს არ მიმკობს მალე უნდა გახდეს ჩვენი ''სრულებით'' ცრემლებს როდი გაანელებს გმირობა სახელმწიფო ‘’მედლებს მითვლის მედალზე’’, არად უღირთ ცოცხალთ გარდაცვალება ‘’დახოცეს და გამოფინეს მოედანზე’’! ‘’დავეჯახოთ ჩვენ გულ მკერდით სატანას’’ ვერ მოვითმენ ისევ გვამებს ქართულად, არ ვაპირებ ზურგით ნეშთის ატანას ვერ დავაწყობ ‘’გარდაცვლილებს მავთულად’’. ვინ დაარქვა, აფხაზეთის დაცემა ამ დღეს იყო რომ ამაღლდა ზეცად ჯვარი, ნაწამებმა, ნაიარევ–ნაცემმა ‘’შარავანდედს მოეფინა ჯარი’’.! ნეტარ იყვნენ ნაომარნი უფლისთვის აღარ ვჩივი მაშინ მამის არ ყოლას, ვინც დაგეგმავს გაულაშქროს ‘’სამოთხეს’’ მეც ვაპირებ მასთან ფეხ–ფეხ აყოლას.!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი