გაშვებული ხელები
დედა მეუბნებოდა ყოველთვის როცა პატარა იყავი და თუ მიიღებდი რამეს, იმას მაშინვე წაეპოტინებოდი და არასდროს უშვებდი ხელს, უკვე 3 წლიდან ვგრძნობდი რომ ბევრი დამიკარგავს და უსულო საგნების დაჭერა რაც შემეძლო ხელში ჩამებღუჯა მეჭირა მანამ სანამ სისხლძარღვები არ გამომებერებიდა მარცხენა ხელზე და ცოტათი არ გაწითლდებიდა, მერე ალბათ მეორე ხელს ვიშველიებდი.(როგორც ამ ფოტოებზე)ასე ხდებიდა ნივთებზე, მაგრამ ადამიანებზე ასე ვერ იზამ... ვერ ჩავებღაუჭე მამას რომელიც მაინც წავიდა მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვუჭერდი პატარა თითებს საჩვენებელ თითზე და ეშმაკური თვალებით ჩავუხტებოდი კალთაში ღიმილით და ქვევიდან ზევით ატყორცნილი თვალებით ვუყურებდი როდის მაკოცებდა, ეტყობა რადგან წავიდა ხელი ისე მაგრად ვერ მოვუჭირე, წავიდა ბიძაც რონელიც მამაზე უკეთ მახსოვს და რომელიც პირველი იყო ლექსი რომ მასწავლა,ნიჭიერი ხარო გაბრწყინებული თვალებით იტყოდა და ისე ჩამიკრავდა გულში მის შინაგან ანატომიას და გულის ძალიან სუსტ ძგერას ძალიან ახლოდან ვგრძნობდი.მასაც ვერ ჩავჭიდე ხელი, მიუხედავად იმისა რომ მიყვარდა მის კისერზე ჯდომა და მის დიდ წვერებზე ჩაბღაუჭება რომელიც მამაჩემის არ ყოფნით გამოწვეული უბედურებით და პატივისცემით მოუშვა. როდესაც კისერზე ვეჯექი მისი მარჯვენა ხელი ჩემი მარცხენა ხელით ჩაბღუჯებული მყავდა და ისე ვუჭერდი კისერზე წვერების ბოლო ნაწილს ვხედავდი. მახსოვს იმ კვერცხის სუნი და გემო დედა რომ გვიკეთებდა და მახსოვს როგორ მოკრძალებით ჭამდა მას, ასე კისერზე ასკუპებული მივყავდი მამის საფლავზე და ცდილობდა ან კისრიდან არ ჩამოვეშვი ან მის წინ ვმდგარიყავი რომ არ მენახა როგორ მოსდიოდა ცრემელი მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი, რადგან წვერები სულ დასველებული ქონდა, ისიც გავუშვი, რამექნა , ჩემზე მეტად მამა უყვარდა და ვერ აიტანა უმისობა. ჩემი ძმაც გავუშვი რომელიც ჩემს დაბადებამდე დაიბადა მაგრამ არ განაგრძო სიცოცხლე რომელიც ჩემსასაც შეცვლიდა რომ არა ბედისწერა. მახსოვს როგორ იხსენიებდა დედა მის პირველ პირმშოს, ის თეთრი და სიცოცხლით სავსე იყო მაგრამ არა ცოცხალი, ანგელოზიო რომელსაც მამიკო მაპარა თითებს უკოცნიდა გარდაცვლილს,პატარა ყუთში ჩასვენებულს რომელიც დასაკრძალად ემზადებოდა, არ უნდიდა გაეშვა ისე როგორც მე არ მინდოდა გამეშვა ისინი. ასე წავიდნენ ყველა სასურველი კაცები ჩემი ცხოვრებიდან და მე იძულებული გავხდი ყველა მათი სახე ჩემში შემოსულიყო, ამიტომაც ვარ სულ სხვადასხვა მაგრამ ყიველთვის ერთგული პრიორიტეტების და საყვარელი ადამიანების, რადგან ჩემი ცხოვრების სიამაყენი ასეთები იყვნენ. ამიტომაც არ ვარ იდეალური. რადგან მე ყველა ვარ ის ვისაც ვერ ჩავჭიდე ხელი... ჩემი ხელის სისხლძარღვები ყიველთვის დაჭიმულია, ყოველთვის მგონია რომ გაიბერება და ამოხეთქავს სისხლიც- რადგან ყოველთვის ვიღაც ერთ მამოძრავებელს ვეპოტინები. ერთადერთი დედაა რომლისთვისაც არასდროს შემიხედია მოჭმუჭნული თვალებით და სველი თვალის გუგებით, მისთვის არასდროს მომიჭერია ხელი, ის არასდროს წავა რადგან შეუძლია იყოს კაცურად ძლიერი მაგრამ არასდროსაა იმდენად სუსტი რომ წავიდეს. მასთან ორივე ხელი თავისუფალი მაქ რომ ჩავიკრა გულში რადგან არ მეშინია რომ ვერ მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ, რომ არასდროს წავა თუნდაც ორივე ხელი გავუშვა. ნუთუ ყველა წავა! ნუთუ ყველა ძლიერი კაცი ასეთი სუსტია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი