სული მიცხონე თუ სული წამირწყმიდე მამაო!
როგორ ვეძიო სულიერი მამა როცა წეშმაროტება მათი თვალებიდანაც აღარ ჩანს არამცთუ ქმედებებიდან. 1.არ განვიკითხავ , ვაკვირდები რადგან ისინი არიან ადამიანები რომლებმაც მრევლი უნდა ატარონ სწორი გზით, და თუ თავად არასწორად მოქმედებენ როგორ მატარებენ მე. დაწერილია:-სასულიეროები წაიყვანენ თავიანთ ცხვარს არასწორი გზით, არც ცხვარი მინდა ვიყო ამდენი ცრუ მღვდელთა რიგებში და არც დაღუპული სული. ასერომ ნუ მიხვევთ თვალებს და ნუ რაცხავთ ჩვეულებრივ ადამიანებად სასულიეროებს რონელნიც "ღვთაებრივი კომედიის" რიგითი კარისკაცები არიან....თუ ისიც ჩვეულებრივია როგორიც მე მაშინ რატომ მივცეთ მას ამდენი აღმატება...დიახაც ის უნდა იყოს არაჩვეულებრივი რომ ვანდო ჩემი სულის ფარფატი.და თუ ისიც მატერიაზე გაგიჟებული ვერცხლისმოყვარეა როგორ გავანდო ჩემი ცოდვები ვერცხლისმოყვარეობისა და ამქვეყნიური ამაოების შესახებ. შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან თუ ქრონოლოგიურად შვიდივეს სულში ატრიალებს და თველებიდან უჩანს, რა დამრჩენია? რომ მხოლოდ მის შავ მოსასხამს ვცე პატივი თუ იმიჯის ნიშნად გაზრდილ წვერებს რომელიც ყოველთვის ისეთი მოკლეა კისერზე ჩამოკონწიალებულ ბრჭყვიალა ჯვარს ვერ ფარავს, იმ ჯვარს რაზეც მესია ეწამა ,იმ ჯვარს სადაც ქრისტეს ფეხები ლურსმანმა რომ მიაჯაჭვა ერთმანეთზე დიდი და ბრჭყვიალა ძვირადღირებული თვალი არავს. 2.სასულიერონი უნდა ესმგავსნონ ქრისტეს და ამის სურვილი მათ უფრო უნდა ქონდეთ გამძაფრებული ვიდრე ჩვენ, რადგან იდეაში ისინი უკეთ იცნიბენ ზეციურ მამას, და თუ ისინი არ არიან სანიმუშონი რა მოეთხოვება ამპარტავან, უკვე დაცემულ სულს, სიმდიდრის მოყვარე ჩვეულებრივ ადამიანს რონელიც შორსაა უფლისგან. შენ კი მამაოვ რომელიც ყოველ დღე მისი ცხოვრებით ცხოვრობ არ მოგწონს ის და შენი მშიერი მრევლის ფონზე ვერცხლისმოყვარეობ და დორბლებს ადენინებ ხალხს რომელსაც შია. ზიარების დროს ხდება იმიტირება ქრისტეს სისხლისა და ხორცის ჩვენთან შერწყმისა, იქნებ თქვენც იმიტაციის თამაშში ჩაერთოთ და უარყოთ სიმდიდრე ისე როგორც თქვენმა ღმეთმა, ვირით სიარული რა საკადრისია თქვენთვის ამ განვითარებული სამყაროს ჟამს, მაგრამ იცხოვრეთ ისე როგორც იესოსავით ნაწამები ქვეყნის სასულიეროს შეშვენის...როცა ამდენი გლახაკი ეკლესიის კარებს მოწყალებით გიმტვრევს, უხერხულია უფლის სახელით ჩაკუსკუსდე შენს მდიდრულ ცხოვრებაში მატერიალური სიმდიდრით რომ არის სავსე, რომელზეც უარის თქმა ათობით მშიერს დააპურებდა და ასობით მწყურვალს წყურვილს მოუკლავდა! გიყვართ ქადაგება მდიდრებზე რომელთაც უარი თქვეს ქრისტეს სახელით სიმდიდრეზე და გასცეს ის, მაგრამ თქვენ მხოლოდ ამის მოყოლა გიყვართ პირდაფჩენილი მრევლისთვის. აააააამინ!!! "არა დორბლ მადენინო ცხოვრებითა შენითა მამაოვ! " და რა არის ეკლესია? რეალურად ხომ ეს არ არის გუმბათოვანი ტაძრები, შაბათკვირის ზარების რეკვები და იესოს იმოტირებული სისხლ-ხორცის ჭამა. ეს სასულიეროებია, მაგრამ არა სასულიეროთა მანტია,შავი ოდნავ ჭაღარა წვერით, ეს არის სული, მოწოდებით ღმერთის კაცი... რომელიც იმდაგვარად უნდა ქადაგებდეს როგორც იესო და შემდგომ მისი მოციქულები. ნუთუ საუკუნეები გვატყუებენ, ნუთუ ისე როგორც გამომგონებლები, ბიზნესმენები მდიდრდებიან და ქმნიან ან იგონებენ რაიმეს მატერიალურს, ასევეა ეკლესიაც, იქნებ სასულიეროთა უმაღლესმა ეშალონებმა გადაწყვიტეს საუკუნეებიდან დღემდე მოიფიქრონ რაიმე რითანც მასას მართავდნენ და თანაც მართავდნენ კარგად. იქნებ სულაც არაა საჭირო ქვის ტაძრები ფერადი გუმბათებითა და ხატოვანი ნახატებით. იქნებ მართლაც ადამიანია ამოსავალი ყოველივე კარგისა. იქნებ მე ვარ ჭურჭელი, სულიერი არსება და არა ქვის გუმბათი დიდრონი, იქმებ მე თავად შევიქმენი ტაძრად და ამიტომაც ვარ ხატი უფლისა. იქნებ ჩემშია ტაძარი და წირვალოცვა მხოლოდ გარეგნური ილუზიაა ნაყროვანული თვისებების გადმოფრქვევისა, იქნებ არ სჭირდება მას ცხოველთა სამყაროს ცოცხალი არსბები მსხვერპლად, მაგრამ ჩვენთვის ეს მსხვერპლი უფრო მარტივია და მივისწრაფვით სიმარტივისკენ. იქნებ ჩვენ ვართ ამოსავალი ყოველთა ცათა ზედა და ქვეშეთსა მიწისა, იქნებ ჩვენი სულიდან უნა გავიღოთ მსხვერპლი და არა ცხოველ ვკლათ სახელითა უფლისათა, იქნებ შვიდ საიდუმლოთაგან ერთი მაინც არ გახდეს კუპიურების გადახდია საშვალება,როგორი უხერხულია ვიწერდე ჯვარს-ვნათლავდე ბავშვს და მხედავდნენ არა ინდივიდად არამედ "ქეშებად" ..იქნებ ღმერთი გამომყენებელი არ არის და სულაც არ ხიბლავს ჩვენი მატერიალური მსხვერპლი კრავთა დუმილითა და სისხლით მორწყული, იქნებ ცოდვებს ეტრატზე დაწერილ თანხებით ვერ გამოვისყიდით ძველი ეპოქის კათოლიკეთა მსგავსად, იქნებ სინოდმა დაუწერელი წესები დაწერილად აქციოს თუ ამას ხმათა უმრავლეაობით გადაწყვეტს და ეს სულაც არ იქნება უფლის ნებით და უფლის სახელით, რადგან უფალი არ არის სინოდურ კენჭირყრაში და თეოლოგთა განათლებაში... უფალი სულშია რომელიც ბევრისთვის დაკარგულ არს. იქნებ... იქნებ... იქნებ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი