წამოდი, მოვწიოთ პლან(ეტა) ბოლომდე ..


წამოდი, მოვწიოთ პლან(ეტა) ბოლომდე,
სიმწვანე ჰაერის ვისუნთქოთ გარსამდე,
ფრთებშესხმულ სხეულით ღრუბლებზე ვიძინოთ,
სანამდეც ოცნებას მიწაზე დასვამდნენ.
დაუმცხრალ ვნებებით ეს ღამე ავწიოთ,
მთვარესაც შერცხვება მაგ შენი სიშიშვლის,
ტუჩებით მოვიკლათ სამოთხის წყურვილი
და როგორც იუდა,შენს სულთან მიმიშვი.
ოცდაათ ვერცხლისგან სამყარო გავყიდოთ,
მიყვარხარ...მიყვარხარ...ხმამაღლა ვიყვიროთ,
ხან პეტრე,ხან პავლე ვინც გინდა ის ვიყოთ
და მერე მამალმა ათასჯერ იყივლოს.
ყველაზე ლამაზი სიმღერა ვიმღეროთ,
სანამდეც ,,გაქაჩავს" ეს ჩვენი ვოკალი,
ანოტომს შევუქოთ მხატვრული სიდიდე,
გამბედაობა რომ ,,მამა მოკალი"
წამოდი, მოვწიოთ პლან(ეტა) ბოლომდე,
მეხივით დავარტყათ ეს ბოლო ნაპასი,
სიგიჟის ალბომი კბილებით დავხიოთ,
უჩვენოდ თუ მაინც შედგება პარნასი...
ვითვალოთ წამები შეშლილი ექოდან
რომ მერე ეპოქას ცრემლები სდიოდეს,
არ გვინდა ბინძური,წყეული დიდება,
უბრალოდ ვწეროთ და ლექსები გვტკიოდეს.
ვიკითხოთ ბრედბერი,ბალზაკი,მორუა,
უაილდს,მოპასანს ვუამბოთ ამაზე,
ყოველდღე ვესტუმროთ შენიღბულ თეატრებს,
ვიცინოთ წუხილზე,განცდაზე,დრამაზე.
პანღური ამოვკრათ შუბლს მომდგარ ამინდებს,
ქუჩაში მივეგდოთ ვნებისგან დაღლილი,
სასაფლაოზე სიჩუმე გავქურდოთ
და სულში მივაკვდეთ ნოემბერს ძაღლივით.
ცოდვებით დავიხრჩოთ თავები ამ ღამით
და სუნთქვის დაცლამდე მიყურე მაცდურად,
ხეებზე ყვავები დაჯიჯგნის სხეულებს,
სულები ჩვენი კი იმ დიდ ზღვას გასცურავს.
წამოდი, მოვწიოთ პლან(ეტა) ბოლომდე,
სანამდე მიქელას პირადად ვეწვევი,
მინდა რომ შენც შეძლო ფერადად დანახვა
სიცოცხლის,რომელსაც ყოველდღე ვეწევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი