დავიბადე
დავიბადე, დავიბადე იმ ცოდვილ მიწაზე სადაც ყველა იბრძვის , მხოლოდ იმიტომ რომ სხვაზე რამით მეტი იყოს. დავიბადე პატარა და თბილ ოჯახში , სადაც ყველა ყველაზე ზრუნავდა. არაფერი მაკლდა ცხოვრებაში ერთი დიდი ვინმის გარდა , მამის გარდა, რომელსაც ნახვის გარეშეც უკვე დიდი ადგილი დაიკავებია ჩემს გულში . პატარა სოფელში ვცხოვრობდი სადაც ყველა ყველას იცნობდა, მე იმ სოფლის პატარა გამონათება ვიყავი , მე ხომ უბრალოდ პატარა სიკეთე ვიყავი ამ დაწყევლილ ცხოვრებაში ,, ცხოვრებაში სადაც არაფერს არ აქვს ფასი. ეს ხომ ცოდვებით გაჟღენთილი მიწაა და მეც მსურს აქედან გაფრენა როგორც ტერენტის. მეც მასსავით მთელი სიცოცხლე მსურდა ფრთებით დამეტოვებინა ეს დამპალი ქვეყანა და წავსულიყავი ფრთაშესხმული როგორც ტერენტი კვირკველია. როგორც იტყვიან ყოველ სიკეთეს სიბოროტე მოსდევს , მე შევიცვალე .. მე შურმა შემცვალა რომელიც იმ ხალხისგან წარმოიშვა რომელიც მე მიყვარდა და მათაც ვუყვარდით . ალბათ ზედმეტად კარგად მიმიჩნიეს და შურითაც კი შემომხედეს ჩემი სინათლის გამო . ალბათ თვალები დაუბრმავათ ამ ჩემმა სიკეთემ .. ჩემმა სინათლემ .. ყველა როგორც ცხოველს ისე მექცეოდა,,, ყველა სიძულვილს გამოხატავდა ჩემს მიმართ .. რომელიც სიყვარულისგან წარმოიშვა,.. მეც თავისებურად ნელა ავწიე თავი .. ნელ-ნელა ვწევდი და ვივიწყებდი მის დახრას... ჩაიარა გაზაფხულის ნათელმა და ლამაზმა დღეებმა,, ინვარი დადგა ჩემს ცხოვრებაში .. ;ცივი და სუსხიანი იანვარი .. რომელიც სულს და ხორცს ერთიანად მიწვავდა...მე არც მამა მყავდა რომ დავეცვი.. ჩემი ცხოვრება უფსკრულისკენ მიექანობდა... ჩემმა ცხოვრებამ სიბოროტით აღმავსო ... ბევრ ადამიანს კიდევ უფრო შევაძულე ჩემი საძულველი თავი .. სიყვარული დავკარგე .. არ ვიცოდი რა იყო // მხოლოდ მე და ეს დაწყევლილი დედამიწა იყო მხოლოდ მე და ის... ჩვენს ირგვლივ მხოლოდ სიბნელე და სიჩუმე სუფევდა...მინდოდა დამებრუნებინა ის სიყვარული და ნდობა მაგრამ უკვე გვიანი იყო მე ხომ ხალმხა შემიძულა... მე ხომ ცუდი ვარ.. ვფიქრობდი და ვიაზრებდი .. ჩემი მთელი ცხოვრება გავლიე მხოლოდ იმაში რომ შური მეძია იმ ხალხისთვის ვინც მე სიყვარული დამიკარგა.. გულში სინათლე ჩამიქრო ... ეხლა ვზივარ ვეწევი ვსვავ და ვფიქრობ.. მხოლოდ ხალხს შეუძლია გაქციოს კარგად,, და ეს კარგი ბოროტების და სიკვდილის მანქანად გადააკეთოს... ვფიქრობ მეც მალე შემესხმება ფრთები .. მაგრამ ანგელოზის არა.. როგორც ეშმაკის.. რადგან თვით „ბრბომ“ მაქცია მე ეშმაკად/// მე ხომ მიყვარდა .. მე ხომ ვგრძნობდი,, მე ხომ გული მიფეთქავდა.. მე ხომ უბრალოდ „ვცოცხლობდი“ ❤
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მიხარია ასეთი ნიჭიერი მეგვარე რომ აღმოვაჩინე ;)