სიკვდილამდე დაგელოდები...


წვიმის წვეთებს გავაყოლებ ფიქრებს სევდიანს,
გულის ჭრილობას მომიშუშებს წყვდიადი ღამის...
და თუ გადარჩა მოგონება გარდასულ დროთა
ალბათ, იმასაც მალე წაშლის წყვდიადი ღამის...
შენზე ფიქრებს დაუსერავთ გულის ფიცარი,
მე ხომ შენს მეტი ქვეყანაზე ვერვინ ვიცანი...
და თითქოს ქარი ჩამჩურჩულებს გეყოო გლოვა,
ის, ვისაც ელი, დამიჯერე, უთუოდ მოვა...
რადგან უშენოდ უფერული გახდა ცხოვრება,
გულზე დამაწვა დარდისაგან მძიმე ლოდები...
და თუ ლოდინი დამიბრუნებს შენს თავს იცოდე,
დაგელოდები... სიკვდილამდე დაგელოდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი