მთავარი როლიდან _ არაფრამდე.
მორიგი სცენა, მორიგი სპეკტაკლი, მაგრამ თითქოს თავიდანვე ჰქონდა ამ სპეკტაკლს თავისი ხიბლი.... ვერ ვხვდები რა მიზიდავდა იმ ღამინდელ საღამოში. დღეს კი, როცა სცენიდან პარტერში მისი მზერა დავინახე მინდოდა მეყვირა, რომ ფარდები დაეშვათ, მაგრამ ოსტატურად განვაგრძობდი თამაშს... თამაშს სადაც ბოლო ხარისხოვანი - თითქმის შეუმჩნეველი როლი მქონდა, მაგრამ მეგონა, ყველა მე მიყურებდა... სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ იქ იყო დასასრული. დაუშვით... დაუშვით... დაუშვით... გონება მებრძოდა და თითქოს გულიც მას ემხრობოდა. მისი მზერა მთელს სამყაროს უდრიდა, მაგრამ აღარ მხდიდა ადრინდებულად ლაღს და ბედნიერს... პირიქით, მბოჭავდა და სუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდა. როგორც ჩანს რეჟისორს ამ სპეკტაკლის სცენარი ჯერაც არ დაესრულებინა. გონება ისევ სათავისოდ მახსენებდა თავს, დაუშვით... დაუშვით... ძნელი ხდებოდა არარეალურ სამყაროშიც კი მისი ამონასუნთქი ჰაერით სუნთქვა... არც სცენას შემეძლო მოშორება და არც მის თვალებში დანანახი ტკივილის შეგრძნება მაძლევდა მოსვენებას. ასე ვიქეცი მგელიდან კრავად... კრავად რომელსაც საკუთარი ანარეკლიც აშინებდა ან იქნებ... იქნებ თავიდანვე კრავი ვიყავი, რომელიც მგლის ნიღაბს ეფარებოდა?! არვიცი... არვიცი, მაგრამ ვიცი, რომ იმ დღის შემდეგ ეთერში მოუხვედრელი კადრივით ვიყავი, კადრი რომელსაც აღარ ჰქონდა უფლება სახალხოდ გამოეტანა თავისი გრძნობები. კადრი რომელსაც მუდამ ელოდა ერთი წყვილი დარდმორეული მზერა, მზერა რომელმაც შეძლო და რამოდენიმე წუთში სხვადასხვა გრძნობა ერთდროულად განმაცდევინა: სცენიდან მის თვალებამდე, მისი თვალებიდან მთავარ როლამდე და მთავარი როლიდან - არაფრამდე . ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მივხვდი, რომ აღარ მაწუხებდა თითქოსდა გუგულივით დაპროგრამებული გონება, რადგან სხვებისთვის ჯერ კიდევ ღია ფარდა ჩემთვის ეშვებოდა ... ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი