დააფასე! გააღიმე! გაუღიმე!
ახლა ის დროა როდესაც არ მსურს საუბარი ლექსებზე, ჩანახატებზე, გრძნობებზე... უბრალოდ მინდა ვისაუბრო, მინდა დავიცალო და გავფანტო ის ფიქრები, რომლებსაც ადამიანის თვითგანადგურებამდე მიყვანა შეუძლიათ. ზედმეტად მშვიდი იყო მისი გამოხედვა, თითქოს არც არაფერი ადარდებდა ქვეყნად, არადა იმაზე მეტი რამ მოხდა მის ცხოვრებაში... იმაზე მეტი გაიგო ვიდრე ეკუთვნოდა. ნეტავ სად ვცდებით ადამიანები, მაშინ როდესაც ყველაფერს ზედმეტად ემოციურად ვხდებით თუ პირიქით შესაშური სიმშვიდით?! არ ვიცი ... არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. ფაქტია ის, რომ მხოლოდ წამებია ეს ცხოვრება... რამოდენიმე მონაკვეთისგან შეგროვებული წამები, რომელსაც ბოლომდე ინახავ და ატრიალებ გონებაში... სისულელეა ფიქრი იმაზე, რომ წინ დიდი დროა, უნდა მოასწრო ის რაც გულით გსურს, უნდა გარისკო! არასდროს არ იფიქრო, რომ რაიმე სხვა დროისთვის გადადო, რადგან ხვალ ... ხვალ კი არა შეიძლება დღეს'ეც აღარ იყოს. დაჯექი საყვარელ ადამიანებთან ერთად, ყოველდღიურად გამონახე სულ მცირედი დრო მათთვის. იყავი ისეთივე თბილი და მოსიყვარულე როგორიც გინდა რომ სამუდამოდ ახსოვდე... როგორიც შენ გინდა გახსოვდნენ ისინი, რადგანაც არაფერია გარანტირებული ამ დედამიწაზე. გაეცი და მიიღებ! არ იყო ეგოისტი და არ იფიქრო შენ როგორ იგრძნო თავი კარგად, პირიქით ეცადე სხვებიც გააღიმო, რადგან ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია. არ აქვს მნიშვნელობა შენ გჭირდება თუ არა ის. არავინ იცის ვის როგორ ჭირდები, ამიტომაც გააკეთე შენი შესაძლებლობის ნახევარი მაინც დააფასე! გააღიმე! გაუღიმე! აგრძნობინე რომ განსაკუთრებულია თუნდაც არ სჭირდებოდეს ეს, რადგან ამდენ ნიღაბს შორის არასდროს ჩანს ყველაზე წმინდა და ჩუმი... ის რაც კლავს და ანადგურებს. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი