ახლა კი ერთადერთი რაც წარსულიდან შემომრჩა ყვავილების სიყვარული
რა მარტივია წერა მაშინ როდესაც წვიმს, შენ და ზეცა ერთდროულად იცლებით ტკივილისაგან . ახლა ვზივარ და ვფიქრობ ალბათ ბევრი შეცდომა დავუშვი წარსულში, ბევრ ადამიანს ვატკინე გული და წამითაც არ მიფიქრია ისინი რას გრძნობდნენ იმ მომენტში, ეს დიდი ნაკლია ! მეზიზღება საკუთარი თავი მაშინ როცა ყინულს ვემსგავსები და ყველაფერს ირონიული თვალით ვუყურებ, არადა ასეთი არ ვარ ან უფრო არ ვიყავი. ახლა არ ვიცი როგორი ვარ არც ცივი, არც თბილი, რაღაც უაზრო შუალედი მაქვს ნაპოვნი და ადგილს მივეყინე. შევიცვლებოდი რომ შემეძლოს ან უფრო სწორად რომ შემძლებოდა არასოდეს შევიცვლებოდი და სულ ისეთად დავრჩებოდი როგორიც ყველაზე მეტად მომწონდა ჩემი თავი... ყველა და ყველაფერი მიყვარდა, ახლა კი ერთადერთი რაც წარსულიდან შემომრჩა ყვავილების სიყვარულია, იმ ყვავილების რომლებსაც ადრე არასდროს დავკრეფდი, რათა უფრო დიდხანს ეცოცხლათ ... ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი