ღიმილის ბიჭს


ღიმილის ბიჭო დაჯექი და მომისმინე მინდა ბოლომდე წაიკითხო ეს წერილი... ახლა ჩემი თვალით დანახულ შენს თავზე უნდა მოგიყვე.... მოულოდნელად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში თითქოდ ქარბორბალასავით შემოიჭერი და გულის იმ ნაწილში შეიტანე შუქი სადაც ბნელოდა... დღეს დილას ამდენიხნის მერე პირველად მოხდა რომ გათენება მიხაროდა, მინდოდა დილა შენით დაწყებულიყო ფიქრში იმდენად მეტი იყავი რომ დაძინებაც გამიჭირდა... გესმის? შენზე ფიქრით არ ვიძინებდი რადგან შენით დაწყებულიყო დილა და არ დამთავრებულიყო... დილას შენმა დილამშვიდობისამ ჩემი დილაც გააფერადა... ვითომ ხომ არაფერი მაგრამ ამდროს საოცრად გავთბი... რატომ ? რისთვის? ვინახარ ასეთი? ..გიყურებ და ვტკბები )) მიკვირს... როგორი პატარაა სამყარო და მე გიპივე, ან შენ მიპოვე არვიცი შეიძლება დროებითაც კი შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ახლა რომ თვალებში ჩამხედო შენსთავს დაინახავ, არ ვიცი სხვასთან როგორი ხარ მაგრამ აქ ჩემში ყველაფერი დადებითი გაქვს შენახული ამდროს არაფერი ვიცი შენზე... ჰოო ... საერთოდ არაფერი... არაქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია გიცნობ მაგრამ მაინც ასე მგონია წლების უკან გაგიცანი )) ვინმეს რომ ვუთხრა ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფა ის რომ ბიჭი რომლის გაცნობიდან ძალიან მცირე დროა გასული ასე გულწრფელად და თბილად ვესაუბრები... დრომ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს, შევიცვალოთ ჩვენც, წამიც კი აღარ გვქონდეს საერთო მაგრამ ამ სიტყვებს ვერასოდეს შეცვლის რასაც ახლა გულწრფელად გწერ... ვერწაშლის გუშინდელ საღამოს როცა ფურცელივით სუფთა ვიყავი შენს წინაშე... შეიძლება განაწყენდე კიდეც ამდენს რატომ საუბრობ იმაზე რაც არვიცით ( ჩვენს სხვადასხვა გზაზე წასვლას ვგულისხმობ ) მაგრამ მე მიჩვეული ვარ... მიჩვეული ვარ რომ ადრე თუ გვიან ყველა მიდის ჩემგან ადამიანები რომლებთანაც ურთიერთობას ვცდილობ, მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი... მიჩვეული ვარ რომ ყველაფერი სხვა უფრო მთავარია ვიდრე საკუთარი თავის კარგად ყოფნა... ზღვისთვალავ შარშან რომ გაგეცანი იფიქრებდი რომ ჩემზე სულელი არსება არ დაბადებულა, საოცრად ალალი და ადვილად მართვადი ვიყავი.. მაგრამ დრომ მეც შემცვალა შორიდან უცხო თვალისთვის ძალიან ცივი და 'სწერვაც' კი ვჩანვარ ხოლმე მაგრამ გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ ყველაფერი გულთან რომ მიაქვს და ელემენტარულისთვის რომ შეუძლია მთელი ღამე ტირილში გაატაროს.. საიდან სად წავედი შენზე დავიწყე და ჩემზე გადავედი ხოო ასეა ხანდახან ძალიან ბევრსაც კი ვლაპარაკობ ასე მხოლოდ მაშინ ვიქცევი როცა რაღაც მაწუხებს და არმინდა სხვას დავანახო... ასეთი გულახდილი საღამოებიც მაქვს შიგადაშიგ როცა მინდა ემოციებისგან ბოლომდე დავიცალო მაგრამ ეს ჩემს ფიქრებში შენს იდეალურობას ვერ ცვლის )) ამ ყველაფერს შენზე ეფექტის მოსახდენად არ გეუბნები უბრალოდ იმ გვანცის გაცნობ რომელიც გულახდილია და მხოლოდ რამოდენიმესთან არის თავისი ნამდვილი მე_თ ... ჩემო ზღვისთვალა ))

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი