ცოტა რამ ჩემზე
მე საკმაოდ ადრეულ ასაკში მომიწია გაზრდა, მაშინ როდესაც ჩემი ტოლა გოგოები თოჯინებით თამაშობდნენ, მაშინ როცა მათ "სანტა" უტოვებდა ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს და ჯერ კიდევ ზღაპრების სჯეროდათ... ჰოო... :) მაშინ მე თოჯინები და საჩუქრები საერთოდ არ მაინტერესებდა, ალბათ სწორედ ამიტომ გეჩვენება ჩემი ხასიათი "უცნაური"... დავიღალე ყველა ერთი და იგივეს მიმეორებს "უჟმური ხარ", "რთული ხასიათი გაქვს", "როგორც წესი ხუმრობებზე იცინიან" "არასწორად გესმის"და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს "ასე არ შეიძლება, უნდა შეიცვალო"... შევიცვალო არა?? და რატომ? იმიტომ, რომ სხვას ასე უნდა? ... არ ვაპირებ, რომ შევიცვალო, მე ესეთი ვარ ჩემი კარგი თუ ცუდი თვისებებით და არ ვაპირებ ვინმეს გამო საკუთარი "მე" დავკარგო... ყველამუნდა მოეშვას ჩემი ცხოვრებით ცხოვრებას რადგან მათ არ უცხოვრიათ ჩემი ცხოვრებით... მაგრამ იცი რაა? მე მაინც მჯერავს, რომ გამოჩნდება ადამიანი რომელიც ხელს ჩამკიდებს და მეტყვის რომ არუნდა შევიცვალო დიახ! მე მჯერავს ამის...ჰო გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ :) პატარა ვიყავი მამამ რომ დაგვტოვა... არვიცი თუგაგიგია მაგრამ გოგონებს მამები უფრო უყვართო ამბობენ ... მეც ასე ვიყავი მამაჩემი ჩემთვის ადამიანი იყო რომელიც არასდროს ცდებოდა და მისთვის მიბაძვას ვცდილობდი... წავიდა და დაინგრა ყველაფერი მის მსგავს დედის ძმაში ვეძებდი ის საოცარი ადამიანი იყო სიკეთით და სითბოთ სავსე, მანაც მალე მიმატოვა ოღონდ ის მამაჩემისგან გამსზვავებით კაცურად წავიდა ... ნაადრევად გარდაიცვალა სამწუხაროდ ... იციიი დედას ვერასდროს ვაფასებდი მამა იმდენად გაიდიალებული მყავდა ... არადა დედაჩემი საოცარი ქალია მეგობრული და თბილი, სამწუხაროა რომ ასეთი ცხოვრება შეხვდა უფრო მეტად სამწუხარო რომ ჩემნაირი შვილი მაგრამ ამეხილა თვალები და ახლა მასზე უკეთესი მეგობარი და მრჩეველი მე არ მყავს.... არვიცი რატომ გიყვები ამ ყველაფერს მაგრამ უბრალოდ ვინმესთან საუბარი მსურდა ჩემზე -შენ აგირჩიე :) ყოველ ღამე ვტიროდი, რადგან მეშინოდა ყველაფრის მეშინია... პატარა ვიყავი, როცა მეორე ბიძის ჩხუბს შევესწარი. ყვიროდა, ბებო კი ტიროდა. თანდათან გავიზარდე... გავიზარდე და მით უფრო აუტანელი გახდა "სახლში" ყოფნა, მით უფრო აუტანელი გახდა ბიძაჩემი. მუდამ ყვიროდა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა... დიახ, ზუსტად ასე იყო... ყოველ ღამეს ტირილში ვათენებდი... მუდამ ვდუმდი და ყალბი ღიმილით ვიღიმოდი. თითქოს უგულო ვიყავი, უემოციო. ასე თვლიდნენ, რადგან ღიად არ ვღვრიდი ცრემლებს, რადგან თითქოს არაფერზე ვღელავდი... თითქოს მისი ტკივილი არ მტკიოდა. ყველაზე მეტად მე მტკიოდა, ყველაზე მეტად მე განვიცდიდი,მაგრამ... მაგრამ უგულო არსებად მივაჩნდი მათ და ეს მტკიოდა ყველაზე მეტად... ვიღიმოდი... ვიღიმოდი, თითქოს ყველაზე ბედნიერი ვიყავი. სულიერად კი ვკვდებოდი, თითქოს ფსიქიკა შემერყა და აღარაფერი მადარდებდა ყველაზე ფერადი ყველაზე უფერულად იქცა... და მე... მე დავიფერფლე. მე ისევ ვიღიმი... ვიღიმი და მჯერა, მჯერა, რომ უსასრულობა ბედნიერებაა... და მჯერა, მჯერა,რომ ეს ფერფლი უსასრულობაში ჩაიკარგება... ვინმემ რომ მკითხოს ბედნიერი ხარ თუ უბედურიო ალბათ პასუხს ვერ გავცემ, მაგრამ ეს ორივე კითხვა ცალცალკე რომ დამისვან, მაგალითად "ბედნიერი ხარ?" ან "უბედური ხარ?" ორივეზე დადებით პასუხს გავცემ. ხოო, ბედნიერიც ვარ და უბედურიც… არვიცი ეს, როგორ ხდება, მაგრამ რამდენადაც მიხარია იმდენადვე მტკივა... ჯერ ვერ გამირკვევია ბედნიერი უბედური ვარ თუ უბედური ბედნიერი .... ვიცი ვერ გამიგებ რასაც ვამბობ, მაგრამ არ ვიცი რა სინდისით მოგთხოვო გაგება, როცა მეც ვერ გავუგე ჩემთავს... ამიტომაც მაპატიე თუ რაიმეს ისე არ ვიგებ როგორც ამბობ მე სხვანაირად არ შემიძლია ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი